საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
"ამ ნაშუადღევს მე გამოვაცხადებ ეტაპებს, რათა გაუადვილდეს სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვიოს. ჩვენ ამას ვხედვათ, როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს, რათა მივაღწიოთ საქართველოში არსებულ კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას", - განაცხადა კლინტონმა.
ჰილარი კლინტონმა თქმით, აშშ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ხალხთაშორის ურთიერთობას და აუცილებელია კონფლიქტების მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.
"ეს დაგვეხმარება სიტუაციის ტრანსფორმირებაში ", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.