პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, საქართველოს 12-13 ივლისს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ემონ გილ მორი ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს შეხვდება.
,,12-13 ივლისს ჩანიშნულია ირლანდიის საგარეო საქმეთა მნისტრის ემონ გილ მორის ვიზიტი. თავისთავად შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან",_ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ასევე ივლისის დასაწყისში ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან.
,,ივლისის პირველ დღეებში შედგება ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი",_ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.