სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე გათავისუფლდება 36 მსჯავრდებული, რომელთა განცხადებები, საბჭოების ზეპირი მოსმენის შემდეგ არ დაკმაყოფილდა.
კომისია მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების ანგარიშების განსახილველად შეიკრიბა.
სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, მსჯავრდებულთა განცხადებებს კი პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ.