მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რადისონში", ამერიკა-საქართველოს სტატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"აშშ ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მილიტარიზაციასა და ოკუპაციას საქართველოს ტერიტორიის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. ამაში შედის ძალების გაყვანა კონფლიტის წინა პერიოდის არსებულ ეტაპებზე და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა", - განაცხადა კლინტონმა.