საქართველომ მთავარი ნაბიჯები გადადგა ნატო სტანდარტების დასაკმაყოიფილებლად, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რადისონში", ამერიკა-საქართველოს სტატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.
"როგორც ჩვენ ვახსენეთ ნატოს სამიტზე ჩიკაგოში ჩვენ ძალიან გვხარია, რომ საქართველომ წვლილი შეიტანა და ყველაზე დიდი წვლილის შემტანია „აისაფის" მისიის ორგანიზებაში ავღანეთში. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველომ მთავარი ნაბიჯები გადადგა ნატოს სტანდარტების დასაკმაყოიფილებლად და ეს არის დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რათა მიიღოს საქართველოზე მომავალი გადაწყვეტილებები", - განაცხადა კლინტონმა.