საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამომავლოდ აშშ-სგან უფრო მეტად გამარტივებულ სავიზო რეჟიმს მოელის. როგორც დღეს გამართულ ქართულ-ამერიკული ქარტიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველო ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლის საერთაშორისო სტანდარტებს უკვე აკმაყოფილებს.
"ჩვენ ველით ხალხთა შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას. ამერიკა საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების გზით. სამართალდაცვითა და ანტიკორუფციული სფეროებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, ანტიტერორისტული სტანდარტებით საქართველოს აკმაყოფილებს ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლის საერთაშორისო მოთხოვნებს, რათა ისარგებლოს უფრო მეტი გამარტივებული სავიზო რეჟიმით", - აღნიშნა ქარტიის სხდომაზე ნიკა გილაურმა.