სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა. სამეცნიერო საგრანტო კონკურსებს ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული სამენციერო ფონდი უწევს.
„საგრანტო სისტემის შემოღებამ შესაძლებლობა მოგვცა პროექტში ჩართული მეცნიერების ხელფასი მინიმუმ ოცჯერ გაიზარდოს. ამჟამად 350-ზე მეტ პროექტში ორი ათასზე მეტი მეცნიერი და ათასზე მეტი დამხმარე პერსონალია ჩართული. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე 20 მილიონ ლარამდე იხარჯება", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.