"ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობას მთავრობაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ დღევამდელ პლენარულ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, პარლამენტში უნდა გაიმართოს პოლიტიკური დებატები და არა სამთავრობო საათი, როცა მინისტრი მონოლოგის რეჟიმში ლაპარაკობენ და შემდეგ გარბიან.
ვეფხვაძის შეფასებით, საქართველოს უდარდელი მთავრობა ჰყავს, რადგან არ ადარდებთ ადამაინების ყოფნა-არყოფნის საკითხი, ცაგერის დასეტყვა, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზრალებული ადამიანების პრობლემები და სხვა. მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ უმრავლესობა მთავრობას პასუხს არაფერზე სთხოვს.
ვეფხვაძის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტს არც დაგეგმილ რეფორმებს უთანხმებს.
,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რვა წლის განმავლობაში მეათე რეფორმა ისე იწყება, რომ ამაზე პარლამენტს არ აგებინებენ. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კი ამაზე პასუხს არ ითხოვს. იგივე ითქმის ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორტმებთან,, - აღნიშნა დეპუტატმა და დეპუტატებს მოუწოდა მოიწვიონ მინისტრები პოლიტიკური დებატების ფორმატში.
,,ერთად შევუტიოთ მათ და ერთად მოვთხოვოთ პასუხი" -- მიმიართა ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.