მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ დაიმახსოვრონ - იმის მიუხედავად, რომ თქვენ „ვარდების რევოლუციით" ისტორია შექმენით, უფრო რთული და უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო გიწევთ მომავალში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", ამერიკა-საქართველოს სტატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მარტო წარმატებული არჩევნები იყოს, არამედ არჩევნების მერეც გააძლიერდეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძვლები, როგორიც არის შრომითი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა, მასმედიის დამოუკიდებლობა.
"ამ რეფორმებს ექნება გავლენა პოლიტიკური სამყაროს შემდეგ, განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში, რადგანაც ეს რეფორმები დაეხმარება და ხელს შეუწყობს ეკონიმიკურ ზრდას", - განაცხადა კლინტონმა.