ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება უზრუნველყოს. ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", აშშ-საქართველოს სტატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საპარლამენტო არჩევნები, ამ შემოდგომაზედა საპრეზიდენტო არჩევნები მომალ წელს არის შესაძლებლობა საქართველოსათვის, რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს ლეგიტიმურობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა თქვენი საზოგადოებისა და მსოფლიოს თვალში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რათა იყოს კონკურენტუნარიანი კამპანიები. არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი თვითონ არჩევნების დღესაც და მის წინაც. უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფების შექნა ეს არის კარგი საფეხური იმისათის, რომ განიხილოს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები ", - განაცხადა კლინტონმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციით" "შექმენით დემოკრატია, უფრო რთული სამუშაოს გაწევა მოგიწევთ. არჩევნების შემდეგაც უნდა გაძლიერდეს დემოკრატია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომის უფლებებს, სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლებას".