„თქვენი პროგრესი მსოფლიოში უკვე აღნიშნეს და ახლა უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ კონსოლიდაცია გაუკეთოს დემოკრატიულ ფასეულობებს", _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში ამერიკა-საქართველოს ქარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აშშს-ს დელეგაცია, რომელიც საქართველოში იმყოფება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის გაფართოებას წარმოადგენს.
„რადგანაც ჩვენი ერები მუშაობენ ერთად სხვა და სხვა საკითხე, რომლებიც აძლიერებს უსაფრთხოებას, ზრდის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს, ეხმარება ქართველ ხალხს რათა აასრულონ მათი დემოკრატიული მისწრაფებები", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საქარეთველოს პროგრესი მთელს მსოფლიოში აღნიშნეს ახლა უკვე საქართველოზეა დამოკიდებული მიღწეული დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდაცია და საქართველოს მომავალი.
„თქვენი პროგრესი მსოფლიოში უკვე აღნიშნეს და ახლა უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ კონსოლიდაცია გაუკეთოს დემოკრატიულ ფასეულობებს - ეს არის საქართველოს მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ეს თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მისვლისკენ უფრო ახლოს მიგიყვანთ", _ განაცხადა კლინტონმა.