საქართველოში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში ქართული მხარისთვის საპატრულო კატარღის გადმაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.
ძველი კატარღის შეკეთება ამერიკული მხარის დაფინანსებით მოხერხდა. თანამდებროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კატარღის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სამაშველო ასევე საპატრულო დანიშნულებით.
შეგახსენებთ: ჰილარი კლინტონი საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.