საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში" სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას ,,ქდმ", ,,ახალი მემარჯვენეები" და კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები საარჩევნო გარემოს, ქვეყნის საშინაო და საგარო პოლიტიკურ საკითხებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას განიხილავენ.
ამ დროისთვის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან მართავს.