ბათუმში სასტუმრო "რადისონში" აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურს შეხვედრა დაიწყო.
ჰილარი კლინტონი და ნიკოლოზ გილაური საქართველო-ამერიკის ქარტიის სხდომას თანათავმჯდომარეობენ.
ქარტიის ფარგლებში შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება.
დღესვე ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ "იუსტიციის სახლში" დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი, რომელიც, პროგრამის თანახმად, 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ჰილარი კლინტონი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.
სახელმწიფო მდიივანი სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში, ბათუმში, 4 ივნისს სომხეთიდან ჩამოვიდა. კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ბათუმიდან აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ თურქეთში გაემგზავრება.