"დემოკრატიული მოძრაობა" აფხაზეთში საფლავების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, საქართველოში წითელი ჯვრის წარმომადგენლობამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოს ტერიტერიაზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რაც ამ საფლავების სრულ განადგურებას გამოწვევს.
"დემოკრატიული მოძრაობა" ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას და მიმართავს აფხაზ ხალხს: "ქართველებისა და აფხაზების საუკუნოვანი ურთიერთობის განმავლობაში, როცა ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა ურთიერთკულტურული დამოკიდებულება, როცა ქართველი და აფხაზი ხალხის სულიერ სიწმინდეებს შეიძლება დაემუქროს განადგურება, ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა იმისდა მიუხედავად, დაპირისპირების რომელ მხარესაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ,რადგანაც საფლავები არ წარმოადგენს არც ერთი იურიდიული თუ ფაქტიური ხელისუფლების საკუთრებას. საფლავები - ეს არის აფხაზი და ქართველი ხალხის ¬სიწმინდე, თითოეული ჩვენი წინაპრის წმინდა განსასვენებელი, რომელსაც უდიდესი მოფრთხილება სჭირდება".
"დემოკრატიული მოძრაობა" მოუწოდებს ყოველ ჭეშმარიტ აფხაზს და ყველ პიროვნებას, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, წინ აღუდგეს ამ ფაქტს და არ დაუშვას ასეთი არაჰუმანური ნაბიჯის გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დემოკრატიული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს ფაქტი აღქმული იქნება ნეგატიურად, რაც აფხაზი ხალხის ტრადიციებისათვისაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება მათ წესსა და ადათს.