ვოლგოგრადში არალეგალი, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი დაკავება სამართალდამცავებმა და მიგრაციულმა სამსახურმა განახორციელა. დაკავებულის ვინაობა არ კონკრეტდება.
"მამაკაცს პოლიციელები რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. საქართველოს მოქალაქის დღის განრიგი დიდად მრავალფეროვანი არ იყო. იგი შუადღის მერე დღებოდა და შემდეგ მთელ დღეს ნაცნობებთან დადიოდა. მორიგი ვიზიტის დროს იგი დააკავეს", _ იუწყება რუსული მედია.
მათი ინფორმაციით, გაირკვა ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ ეს ადამიანი შეკსინსკის კოლონიიდან განთავისუფლდა და ვოლგოგრადის ოლქში დამკვიდრდა.
"მთელი ამ დროის განმავლობაში იგი აგრძელებდა კრიმინალურ სამყაროსთან კონტაქტს და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს არ წყვეტდა. მან გათავისუფლების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც თაღლითობით იყო დაკავებული", _ წერს მედია და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაკავებულს მხოლოდ ყალბი პასპორტის ტარების ბრალდება აქვს წაყენებული.