აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტისას მრავალ თემაზე ისაუბრებს. შესაბამისი განცხადება ბათუმში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა გააკეთა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვერ დააკონკრეტა შეხვედრებისას ყველაზე მნიშვნელოვანი თემა.
მისი თქმით, განსახილველ თემებს შორის საგარეო პოლიტიკური საკითხებიც იქნება.
"ჩვენ ვისაუბრებთ ძირითად საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული თემა იქნება წამყვანი ამ შეხვედრების დროს", - განაცხადა ერიკ რუბინმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი ბათუმში სამოქალაქო საზოგადეობის ლიდერებს შეხვდა.
რუბინი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზითან დაკავშირებით იმყოფება, რომელით საქართველოში დღეს სომხეთიდან ჩამოვა.