პარლამენტი პლენარულ სხდომებზე კვირაში ორი დღის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ შეიკრიბება. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე გააკეთა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 29 ივნისამდე აგრძელებს, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ცოტა ახალი ინიციატივაა წარდგენილი, მიმდინარე კვირიდან, სასესიო კვირაში ორ-ორი სხდომის ჩატარების აუცილებლობა არ არის.
რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომები სასესიო კვირის სამშაბათს და პარასკევს იმართება. საგაზაფხულო სესია კი ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.