საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სწავლობს საკითხს თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოში ბათუმის თურქეთის ტერიტორიად მოხსენიების შესახებ.
"თურქეთის ვიცე-პრემიერმა საკმაოდ კორექტული და სწორი რეაგირება მოახდინა ამ საკითხზე. ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ და ვფიქრობთ, რომ რეალობა აჟიოტაჟის ტემპერატურას ნაკლებად შეესაბამება, თუმცა ვიდრე დაწვრილებითი ინფორმაცია არ გვექნება, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა ტრადიციულ ბრიფინგზე ვაშაკიძემ.