აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნათელი სიგნალია თქვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და იმ განწყობისა, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოს მიმართ. ეს ასევე ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის დასტურია. შეერთებული შტატები მადლიერია იმ მისიის გამო, რომელსაც საქართველო ავღანეთის ოპერაციაში ასრულებს",_ განაცხადა ჟურნალისტებთან ბასმა.
შეგახსენებთ: კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი საქართველოს დღეს, 21 :00 საათზე ეწვევა.