კოლიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი
ზვიად ძიძიგური საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელს, ლუის ნავაროს შეხვდა. ძიძიგურმა ნავაროს თეთრიწყაროს რაიონში შექმნილი პრობლემები გააცნო.
"შეხვედრა მქონდა საქართველოში NDI-ის ხელმძღვანელთან საქართველოში ლუის ნავაროსთან. თეთრიწყაროში ხელისუფლების მხრიდან სახეზეა პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ჩვენ არ ვაპირებთ ყველა ასეთი შემთხვევა ყურადღებისა და რეაგირების გარეშე დავტოვოთ და სწორედ ამ მიზნით მქონდა ნავაროსთან შეხვედრა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ძიძიგურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენონ საიმისოდ, რომ ყველაზე მცირე პოლიტიკური დარღვევაც კი აღმოფხვრას.
"ვფიქრობ, ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყველაზე მცირე პოლიტიკური დარღვევაც კი იქნეს ჩვენი მხრიდან რეაგირების ფორმატში", _ განაცხადა ძიძიგურმა.