ლიბიის ხელისუფლებამ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებს განაჩენი გამოუტანა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მუამარ კადაფის ჯარების მხარეს ბრძოლა ედებათ ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრე შადროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, ვლადიმერ დოლგოვს და დანარჩენებს კი - 10 წლით პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ორი მოქალაქე, 20 უკრაინელი და ორი ბელორუსი გასული წლის შემოდგომაზე ლიბიის გარდამავალი მთავრობის ნაციონალურმა საბჭომ დააკავა. მათ ბრალი მუამარე კადაფის ჯარების მხარეს ბროლაში ედებათ.
სირიაში რუსეთის ფედერაციის საელჩოში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეებისათვის გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ.