დღეს, 4 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ მიიღო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ ლანგენბერგი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.