საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი, 18 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს დაიღუპა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაავადების გართულება ქრონიკულმა დამბლამ გამოიწვია.
ეს ე.წ. ღორის გრიპის გარდაცვალების ქვეყანაში დაფიქსირებული უკვე 26-ე შემთხვევაა. ვირუსით ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 1257 ადამიანია დაინფიცირებული.