ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი "ფორდის" მარკის ავტომანქანა გარე განათების ბოძს შეეჯახა. ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილის ცხედრის მანქანიდან ამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა.
ავტომაქანაში მყოფი ორი ქალბატონი კი მძიმე დაზიანებებით ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.