სამართალდამცავებმა ჰაკერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს.
"2012 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე კიბერ შეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პოლიციის მიერ დაკავებულია 1993 წ/დ ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.
ლევან დარჯანია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში", - ნათქვამია საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.