დღეს, 25 იანვარს, სასტუმრო "ვარაზში", პედაგოგთა პროფესიული კავშირი მედიასთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი.
შეხვედრაზე პროფკავშირის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხებთან და განათლების სფეროში არსებულ სხვა პრობლემატიკასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობს.
ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას საგაფიცვო კომიტეტის საქმიანობის შესახებაც, რომელიც პროფკავშირის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახლახან შეიქმნა. საგაფიცვო კომიტეტი მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შეცვლის მოთხოვნით გამოდის და ორგანიზებას გაუწევს პედაგოგთა გაფიცვებს მთელი საქართველოს მასშტაბით.