უფასო სახელმწიფო იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ამოქმედების გადადებას, მთავრობა უკვე მეოთეჯერ ითხოვს. პარლამენტში სასჯლეაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრომ წარადგინა საკანონდმებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, უფასო იურიდიული დახმარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, 2013 წლის 1-ლი იანვირს ნაცვლად, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
როგორც უწყების წარმომადგენელმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი არასაკმაირისი რესურსებია და ასევე, ითვალისწინებენ ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო ორგანზიაციების მდგომარეობასაც. მისი განმარტებით, დღეს რომ სახელმწიფომ ყველა ტიპის საქმეზე აიღოს ვალდებულება, ამ ორგანიზაციებს პრობლემები შეექმნებათ.
აღნიშნული შეფასება მოულოდნელი აღმოჩნდა ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციისთვის. სხდომაზე საიას წარმომადგენელმა თათული თოდუამ განაცხადა, რომ ადვოკატთა ასოციაცია უფასო იურიდიულიდ ახმარების მომხრეა და ამ მიზეზის დასახელება მიუღებელია. საიამ ინიციატორებისგან ასევე მოითხოვა იმ რესურსების დათვლა თანხობრივად, რომლის გამოც უფასო იურიდიული დახმარების ამოქმედება ვერ ხერხდება.
თოდუას განცხადებით, ხელისუფლებამ კანონი უფასო იურიდიული დახმარების შესახებ 2007 წელს მიიღო, მას შემდეგ უამრავი ცვლილება შეიტანა და მის გადადებას უკვე მეოთხეჯერ ითხოვს.
რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის პოზიციას, დეპუტატი კახა ანჯაფარიძე აცხადებს, რომ შესაძლოა არ არსებობდეს რესურსი, მაგრამ უფასო იურიდიულმა დახმარებამ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეების რაღაც კომპონენტი მაინც უნდა დაფაროს.
პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებენ.