დღეს, 1-ელ ივნისს, 10 საათიდან 16 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ერისთავის, ილურიძის, ქართლის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
4 ივნისს, 11 საათიდან 17 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
4 ივნისს, 10 საათიდან 18 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III, IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას და ბავშთა სოფელს.