ხვალ, 1-ელ ივნისს, 14:30 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროგრამა "ჩემი შექმნილი წიგნი" გაიხსნება.
პროგრამა შექმნილია ცნობილი ზღაპრის "რწყილი და ჭიანჭველას" სიუჟეტის მიხედვით და განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის.
ელექტრონული წიგნის ფერადი ფურცლების მიხედვით ბავშვებს საშუალება ექნებათ შექმნან თავისი პირველი წიგნი: გააფერადონ წიგნის თითოეული სიუჟეტი; დაასათაურონ სიუჟეტები; დაალაგონ გვერდები თანმიმდევრობით; აკინძონ და დააწერონ წიგნის შემქმნელის სახელი და გვარი.