"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს აკადემია ბრიტანეთის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ელიტას ზრდის.
"დიდი ალბათობით, მომავალში მათი უმეტესობა ბრიტანეთის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის ბედს განაგებს. „ქრისტიან-დემოკრატები" ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანების შესახებ ვფიქრობთ. ამიტომ, გაცნობისა და მათთან საუბრის შანსი ხელიდან არ გავუშვი. სტუმრებს ავუხსენი ქართველებსა და ბრიტანელებს ღირებულებების დონეზე საერთო, რა გვაქვს. ვფიქრობ, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა", - აღნიშნა თარგამაძემ.