აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პოზიციამ სირიასთან მიმართებაში შესაძლოა საქმე ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
"რუსეთის ხელისუფლება მეუბნება მე, რომ მათ არ სურთ სირიაში სამოქალაქო ომი. მე კი მათ ვეუბნები, რომ მათი პოლიტიკა სამოქალაქო ომის განვითარებას უწყობს ხელს", _ განაცხადა კლინტონმა დანიის დედაქალაქში სტუდენტებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ტურნეს იწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კლინტონი ეკოლოგიის, უსაფრთხოების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ავღანეთში, სირიასა და ირანში შექმნილ ვითარებებს განიხილავს.
სახელმწიფო მდივანი 31 მაისიდან 7 ივნისამდე დანიას, შვედეთს, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ეწვევა.