მოსკოვის ცენტრში ტრიუმფალურ მოედანზე მიმდინარე ოპოზიციის არასანქცირებული აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლიციელებს დაკავებულები ავტობუსებში მიჰყავთ. იგი ადამიანებს შეკრების საშუალებას არ აძლევს. ტრიუმფალური მოედნის რაიონში მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავები. თავად პოლიცია მეგაფონით დადის და მოქალაქეებს მოუწოდებს ნუ შეიკრიბებიან და დროულად დატოვონ ტრიუმფალური მოედანი.
აღსანიშნავია, რომ ამ აქციას რუსი ოპოზიციონერი ედუარდ ლიმონოვი მართავს. მას აქციის გამართვის შესახებ განცხადება ქალაქის მერიაში შეტანილი ჰქონდა, თუმცა მერიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.