ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაღუპულია სულ მცირე ხუთი პოლიციელი. ექვსი ადამიანი დაიჭრა.
პროვინცია ყანდაღარის გუბერნატორი აცხადებს, რომ ტერორისტმა თვითმკვლელმა ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტონობილი პოლიციის საკონტროლო -გამშვები პუნქტისაკენ წარმართა.
ამავე დროს, დღეს ცნობილი გახდა, რომ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მეზობელ პროვინცია ურუზგანში, სადაც კვლავინდებურად თალიბები აქტიურობენ, აშშ-ის სამხედროებიდან ავსტრალიელი სამხედროების ხელში გადადის.