სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში საჩითილე მეურნეობის მშენებლობა დაათვალიერა.
5 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საჩითილე მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. წყლის ფილტრაცია უახლესი ტექნოლოგიით - ოზონის სისტემით მოხდება. ტემპერატურისა და ტენიანობის მართვა კი მთლიანად ავტომატურად განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეურნეობაში უმაღლესი ხარისხის კიტრის, პომიდორის, ბადრიჯნისა და ტკბილი წიწაკის ჩითილების გამოყვანა იქნება შესაძლებელი. სრული დატვირტვით მუშაობისას საჩითილე მეურნეობაში დაახლოებით 2 700 000 ჩითილის წარმოება იგეგმება, რაც სეზონზე (წელიწადის განმავლობაში) 10 000 000 ჩითილზე მეტია.
პროექტის ფარგლებში 20-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. მათ დახმარებას თურქეთიდან მოწვეული ექსპერტები უწევენ. საჩითილე მეურნეობის მშენებლობის დასრულება 3 თვეში იგეგმება.
სოფელ რუხში გამოყვანილი ჩითილებით ძირითადად ადგილობირივი ბაზარი მომარაგდება თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები თურქულ მხარესთანაც მიმდინარეობს.