გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სირიაში არსებულ სიტუაციას კატასტროფულს უწოდებს. "სირიაში კატასტროფა ვითარდება", _განაცხადა მერკელმა ბალტიის ზღვის საბჭოს წევრი-სახელმწიფოების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელია პარასკევს მერკელი ვლადიმერ პუტინთან სირიაში არსებული მდგომარეობის განხილვას აპირებს. ვლადიმერ პუტინი ბერლინში 1 ივნისს ჩადის.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთანხმებულობა იმაში, რაც ადამიანის უფლებებს ეხება და ბოლო ბოლო ამ საშინელი დანაშაულის შეწყვეტას უკავშირდება", _ განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ გუშინ, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მსგავსად თავისი ქვეყნიდან სირიელი დიპლომატები გააძევა.