ისრაელის ქალაქ პეტაჰ-ტიკვის მცხოვრები ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან პრემიერ-მინისტრის მეუღლეს სარა ნეთანიაჰუს შეაფურთხა, დღეს დააპატიმრეს.
ეს ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. ეჭვმიტანილი სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომლებმა გდააკავეს და პოლიციაში დასაკითხად მიიყვანეს. ინციდენტის მოტივები უცნობია.