1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება. მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის ზღაპრული სამყაროს შექმნა, სადაც ყველა მსურველი შეძლებს, გაატაროს დაუვიწყარი დღე.
ღონისძიების მსველელობისას ბავშვებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ პოპულარულ პროფესიებს, მონაწილეობა მიიღონ მხიარულ კონკურსებში და შეჯიბრებებში, თავიანთი ხელით შექმნან სახალისო ხელნაკეთობები. მათ გართობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული პერესონაჟები და მხიარული ანიმატორები. ამასთან ერთად, ბავშვები თამაშის გზით გაეცნობიან ბავშვთა უფლებებს.
15:00 საათზე, მთაწმინდის პარკის ამფითეატრში გაიმართება კონცერტი "ორი ჯუჯა და მათი პატარა მეგობრები".
ღონისძიების ორგანიზატორია ქ. თბილისის მერია.