ერევნის სასამართლომ სომხეთის მოქალაქეს მუხეილ ბაშკოვს სომხეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მესაზღვრეების საზარელი მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ერევნის მაცხოვრებლის, ეროვნებით რუსი, სომხეთის მოქალაქე მიხაილ ბაშკოვის წინაღმდეგ საქმე ოი და მეტი პირის მკვლელობის მუხლით აღიძრა. ~
არტურ ენოკიანი და არმენ ზახარიანი 2010 წელს ერევნის ახლოს არსებული რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოხდა. მათი ცხედრები, მრავალრიცხოვანი ჭრილობებით 2012 წლის 23 ოქტომბერს იპოვეს.
საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის ნოემბერში ბაშკოვმა ბანკიდან კრედიტი აიღო 6 მილიონი დრამის (15. ათასი აშშ დოლარი) ოდენობით და სანაცვლოდ ბინა ჩადო. იმისათვის რათა ბანკის პროცენტი დაეფარა, მან თავის ჯარის მეგობარს ზახარიანს 20 ათასი რუბლი სესხად გამოართვა. თანხის ნაწილის დაბრუნების შემდეგ დარჩენილი ნაწილის დაბრუნებისას პრობლება წარმოიქმნა, რომლის დროსაც ბაშკოვმა მკვლელობა დაგეგმა.
2010 წლის 23 ოქტომბერს ბაშკოვი სამხედრო ნაწილში შეიპარა. მან იცოდა, რომ იმ დღეს ზახარიანი მორიგე იყო და იგი მოკლა. მან ასევე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საშველად მოსულ ენოკიანს.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, ბრალდებულმა მოკლულების ოჯახებს, თითოს ექვს მილიონამდე დრამი (დაახლოებით 15 ათასი აშშ დოლარი) უნდა გადაუხადოს.
სულ ამ დროისათვის სომხეთში სამუდამო პატიმრობა 104 ადამიანს აქვს მისჯილი.