რუსეთის საიმიგრაციო სამსახურმა მოსკოვში ორი რესტორნის შემოწმების შემდეგ 36 არალეგალი მიგრანტი დააკავა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
"ოსტოროჟენკას ქუჩის N 12 და N 14-ში რუსეთში უკანონოდ მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აღმოაჩინეს. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ეთიოპიის მოქალაქეები. მათგან 14 დოკუმენტები საერთოდ არ აქვს, მათი პიროვნებები დგინდება",- აცხადებენ რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად წყდება საკითხი აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე "უკანონო მიგრაციის ორგანიზების" მუხლით.