მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ თანამშრომელს, სამხედროს ვლადიმერ ლაზარს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებისათვის მიუსაჯა.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ რუსეთის შეიარაღებილი ძალების გენშტაბის სამხედრო-ტექნიკური სამმართველოს ყოფილმა სამხედრომ,თადარიგის პოლკოვნიკმა 2008 წლის დეკემბერში აშშ-ს სამხედრო დაზვერვის აგენტის ლესმენტის დავალებით მას დიდი ოდენობით ტიპოგრაფიული რუკები გადასცა, რომლებზეც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იყო დატანილი.
მასალის გამოყენების პირობები