თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა და მათ თამბაქოს მოხმარების, მისი უარყოფითი შედეგების და საქართველოსთან მიმართებით არსებული რეალობის შესახებ ლექცია წაუკითხა.
ზაზა გაბუნია: "სახელმწიფოს ამოცანა უნდა გახდეს თამბაქოს მოხმარებასთანთან, მის საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შესრულება. ამასთან ძლიერი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება იმისთვის, რომ გვქონდეს ჯანსაღი გარემო და რაც მთავარია ამ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობებს".
ლექციაზე, რომელსაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, ნაჩვენები იქნა საინფორმაციო ხასიათის ფილმი და გაკეთდა სპეციალური პრეზენტაცია სამედიცინო რეკომენდაციებთან დაკავშირებით.