სომხეთის მთავრობა დღეს გადადგა. "მე წარვუდგინე პრეზიდენტს განცხადება მთავრობის გადადგომის შესახებ", _ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა მთავრობის სხდომაზე.
ახალი მთავრობის ფორმირებამდე, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დროებით, თავიანთი, უფლება-მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ.
სომხეთში 6 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით რესპუბლიკურმა პარტიამ 44,05 % დააგროვა, რითიც პარლამენტში უმრავლესობა ჩამოაყალიბა, რომელსაც უფლება აქვს თავად მოახდინოს ახალი მთავრობის ფორმირება.
სომხეთის პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადების მიღებიდან ათი დღის ვადაში, ახალ პრემიერ-მინისტრს დანიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები