სირიის ოპოზიციის არმიის ლიდერი, რომელიც თავის თავს თავისუფალი სირიის არმიის მეთაურს უწოდებს გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეცწარმომადგენელს კოფი ანანს მოუწოდებს გამოაცხადოს, რომ მისმა ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმა ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-ჯაზირა" უწოდებს.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ კოფი ანანი ამ განცხადებას გააკეთებს და აღიარებს, რომ მისი სამშვიდობო გეგმა ჩავარდა, სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას საშუალება მიეცემა განაახლოს თავდასხმები სირიის სამთავრობო ჯარებზე.
აღსანიშნავია, რომ სირიის ოპოზიციამ პრეზიდენტ ბაშარ ასადს ულტიმატუმი წაუყენა. Al Arabiya-ს ინფორმაციით ასადს 48 საათი მისცეს, რათა მან ქვეყანაში ვითარების დარეგულირების გეგმა შეასრულოს.
ულტიმატუმი პარასკევს (ადგილობროვი დროით) 12:00 საათზე ამოიწურება, რის შემდეგაც სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ თავისუფალი იქნება ყველა ვალდებულებისგან და მშვიდობიან მოსახლეობას, მათ სახლებს და ქალაქებს დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ კოფი ანანის გეგმა აპრილიდან ამოქმედდა. მისი პირველი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტა იყო. აღნიშნულ პროცესზე დასაკვირვებლად სირიაში გაეროს 70 დამკვირებელი ჩავიდა, თუმცა შედეგად ქვეყანაში ძალადობა არ შეწყვეტილა.
გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას ათი ათსზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.