შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავეს და პასუხისგებაში გადასცეს საქართველოს ორი მოქალაქე, ნელი თეოფილეს ასული ბარბაქაძე და მარეტა სედრაკის ასული ჯანოიანი. აღნიშნული პიროვნებები 2008 წელს, სისტემატიურად უკანონოდ კვეთდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 362-ე მუხლებით.