სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინსესისა და უნეტარეს ილია მეორის განცხადებით, საქართველომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედი არ უნდა დაკარგოს.
თავმდაბლობის აუცილებლობაზე პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ისაუბრა.
"ღმერთმა მისცეს მშვიდობა და მთლიანობა საქართველოს. მართალია, დღეს უჭირს საქართველოს, მართალია, დანგრეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ეს თვისება - თავდაბლობა ლოცვა და მარხვა, სიკეთის კეთება დაგვიბრუნებს ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალს", - ბრძანა უწმინდესმა.
დღესვე პატრიარქმა ბერიძეების, მიქაბერიძეების, გეგეჭკორებისა და კომახიძეების გვარები, ასევე ტაძარში მყოფი 189-ე და მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დალოცა.