თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერი ქალბატონი და მამაკაცი გარდაიცვალა. ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომაქანაში იმყოფებოდნენ.
ავარიის შედეგად ასევე დაშავდა შვიდი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.