30 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 7 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 472 დღე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.69 პროცენტით, მაქსიმალური - 6.82 პროცენტით, საშუალო შეწონილი - 6.75 პროცენტით.