30 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.830 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით,საშუალო შეწონილი - 9.210 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 9.8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.