საქართველოს პრეზიდენტი საკურორტო ქალაქ იურმალაში იმყოფებოდა, სადაც დღეს იურმალასა და ანაკლიას შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც იურმალას მერმა აღნიშნა, საქართველოსგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლო, რადგან ეს ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა. მისი თქმით, ანაკლიის განვითარება კიდევ უფრო გაზრდის მის ტურისტულ პოტენციალს. როგორც მან აღნიშნა, ლატვიელი ინვესტორები ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით არიან დაინტერესებული.
გატის ტრუკსნისთან ერთად, სააკაშვილმა იურმალას ბულვარი დაათვალიერა და სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო. მათ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ხელშეკრულება კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას უქმნის ახალ ქალაქს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს, რაც, თავის მხრივ, დასაქმების პრობლემის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს.